ლიდა ლეკიაშვილს 101 წელი შეუსრულდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მცხოვრებ ლიდა ლეკიაშვილს 101 წელი შეუსრულდა. იუბილარს დაბადების დღე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, პირველ მოადგილესთან მადონა ბატიაშვილთან ერთად მიულოცა.
ლიდა ბებოს სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი ჰყავს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ქალბატონ ლიდას ჯანმრთელობას უსურვებს.