ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მალხაზ ბეგიაშვილი ერისიმედის საბავშვო ბაღს ეწვია

9 თებერვალი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილეები - დავით დურგლიშვილი და გოჩა ვარდიაშვილი, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების უფროსი თინათინ ბეგიაშვილი საზღვრისპირა სოფლის - ერისიმედის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ.
მალხაზ ბეგიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სხვადასხვა სახეობის განმავითარებელი სათამაშოები გადასცეს და აღნიშნეს, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე, შემეცნებით-შემოქმედებითი უნარების განვითარება და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა.
ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ“ მიმდინარე წელს სხვადასხვა ასაკის და სახეობის განმავითარებელი სათამაშოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს შეუძინა.

 

გააზიარე