მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ სიღნაღის აქტიურ მოქალაქეებს შეხვდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ სიღნაღში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფს შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის მერს მოგვარებული პრობლემებისთვის მადლობა გადაუხადეს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
მალხაზ ბეგიაშვილმა სიღნაღელებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტისთვის მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ინიციატივებს და სამოქმედო გეგმებს მათთან აქტიური თანამშრომლობით გადაწყვეტს.