მალხაზ ბეგიაშვილი მაია კვეზერელს შეხვდა
ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე მაია კვეზერელი, საერთაშორისო ორგანიზაცია „THE CHURCH OF JESUS CHRIST“-ის წამომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ჰუმანიტარული, სოციალური საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ტექნიკურ აღჭურვასა და სერვისის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში უპოვართა სასადილოების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინვენტარით აღჭურვა, რომელიც მუნიციპალურ სერვისებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთაშორისო ორგანიზაციას საპროექტო წინადადებები უნდა წარუდგინოს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარეს მაია კვეზერელს, საერთაშორისო ორგანიზაცია „THE CHURCH OF JESUS CHRIST“-ის წარმომადგენლებს ქველმოქმედებისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.