მარცვლეული კულტურა სიღნაღის მუნიციპალიტეტში
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მემარცვლეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.
ამ დროისთვის, მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის და შვრიის ნათესების ფართობი 32 410 ჰექტარს შეადგენს.
2020 წელს ხორბლის მოსავალმა 72 070, ქერის - 21 717, ხოლო შვრიის 390 ტონა შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მარცვლეული კულტურის მოყვანის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ფერმერები აგროდიზელის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით აქტიურად სარგებლობენ.