მარჯანიშვილის თეატრი წნორის პარკში
15 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, შემოქმედებითმა სტუდიამ - ,,5+2" და მარჯანიშვილის თეატრმა შემოქმედებითი საღამო გამართეს.
წარმოდგენილი იყო მინი სპექტაკლები - ,,უკანასკნელი ფოთოლი" და ,,მოგვთა საჩუქრები".
სპექტაკლებს შორის ჯაზბენდმა „დიქსი ლენდი“ მსმენელს მუსიკალური ნომრები წარუდგინა.
საგანმანათლებლო ახალგაზრდული პროექტი მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების საიუბილეო თარიღს ეძღვნება.