ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მეწარმეობის განვითარება

5 April, 2022
საქართველოში მეწარმეობის განვითარების, ახალი საწარმოების შექმნის, არსებულის გაფართოების, ასევე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრა პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის უშუალო ჩართულობით განხორციელდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს წარმომადგენელი - ილია საყვარლიშვილი უძღვებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა მიმართულებით არსებული საგრანტო პროექტები წარუდგინა, მათ შორის საუბარი შეეხო „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას,“ „აწარმოე საქართველოს,“ „ შეღავათიანი აგროკრედიტის,“ „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამას.“
აქვე გაცნობებთ, რომ ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის ბიუროს წარმომადგენელი ყოველ პარასკევს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიბრძანდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროში შემდეგ მისამართზე: ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის მოედანი #2, მერიის შენობა, მეორე სართული.
 
გააზიარე