ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოება

25 მარტი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები, ასევე სიგელები გადაეცათ.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო 55 კურსდამთავრებულს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, მერის მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა და რესურსენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა გადასცეს.
დავით სონღულაშვილმა წარჩინებულ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და მათი ხელშეწყობისა და თანადგომისთვის მზაობა გამოთქვა.
„მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები და წინსვლა ვუსურვო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენ აუცილებლად ვიდგებით თითოეული თქვენგანის გვერდით, ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს ასეთი შესანიშნავი მომავალი თაობის აღზრდისთვის “- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.

 

გააზიარე