ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა

21 ივლისი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, თბილისში, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში'', კლიმატის ცვლილების საბჭოს მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის შესახებ მომზადებული ანგარიში წარადგინეს და განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალურ დონეზე კლიმატის პოლიტიკისა და მდგრადი ენერგეტიკის ინსტიტუციონალიზაციის საკითხებზე.
საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების კოორდინირების მიზნით, 2020 წელს, კლიმატის ცვლილების საბჭო შეიქმნა.
საბჭოს საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის მიზანი, კი კლიმატის ცვლილების სფეროში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინაციაა.
პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის(UNEP) ხელშეწყობით ხორციელდება.
სიღნაღი ,,მერების შეთანხმებას” 2018 წელს შეუერთდა და პროექტის ხელმომწერ სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, 2030 წლისთვის, CO₂-ის ემისიის 40%-მდე შემცირების ვალდებულება აიღო.

 

გააზიარე