ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიასა და ახალგაზრდულ ლეგიონს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6 აგვისტო, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და ლეგიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა გიგაურმა მოაწერეს.
მემორანდუმი ახალგაზრდების და ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებას და ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრის დროს ლეგიონის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მათი ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელსაც ახალწვეულებთან და მათ მშობლებთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ესწრებოდა.
შეთანხმებისამებრ, აგვისტოში გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონი საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსს დაიწყებს, რომელშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. კურსი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
 
გააზიარე