მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ტრენინგ-კურსი საზეიმოდ დაიხურა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს 4-დღიანი გასვლითი ტრენინგ-კურსი საზეიმოდ დაიხურა.
საბჭოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი პრეზენტაციები წარუდგინეს, სადაც აღწერილი იყო მათი ხედვები და სტრატეგიული მიზნები.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ესწრებოდნენ.