ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის იანვრის თვის სოციალური პაკეტი

16 თებერვალი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2023 წლის იანვარში 233 მოქალაქემ ისარგებლა და მასზე 55 486. 66 ლარი დაიხარჯა.
კერძოდ:
სამედიცინო დახმარების მუხლი (43 ბენეფიციარი) – 25 316.66 ლარი.
კერძოდ: სამედიცინო გამოკვლევებზე (18 ბენეფ) – 9 328.62 ლარი;
სტაციონარული (ოპერაციებზე) მკურნალობისთვის (17 ბენეფ) - 11.100 ლარი;
მკურნალობა-რეაბილიტაცია (8 ბენეფ) – 4 888.04 ლარი;
შშმ პირთა სოციალური დაცვა (40 ბენეფიციარი) – 6 350 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (106 ბენეფიციარი) – 16 520 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (1 ბენეფიციარი) - 100 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის მუხლიდან - (6 ბენეფიციარი) - 1000 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (2 ბენეფიციარი) - 250 ლარი;
სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დახმარება (3 ბენეფიციარი) – 2 750 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (სულ - 32 ბენეფიციარი) – 3 200 ლარი;

 

 

გააზიარე