ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სტუდენტთა სწავლის თანადაფინანსების პროგრამა

12 მარტი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის სტუდენთა სწავლის საფასურის თანადაფინანსების პროგრამით 24 სტუდენტმა ისარგებლა და დაიხარჯა 23 093 ლარი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ობოლი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტთა სწავლის თანადაფინანსების პროგრამას კვლავ აგრძელებს.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ:
☑️ ობოლ და მრავალშვილიანი (რომელებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი) ოჯახის სტუდენტებს, რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.
☑️ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლეთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70001-ს.რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.
პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
☑️ განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
☑️ სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
☑️ ობოლი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
☑️ სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის შესახებ;
☑️ მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;
☑️ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;
☑️ ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.
☑️ სტუდენტის აკადემიური მოსწრების დოკუმენტი.

 

გააზიარე