მერის პირველი მოადგილის ოფიციალური დანიშვნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით დურგლიშვილი დღეს ოფიციალურად დანიშნა.
მან მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს ახლადდანიშნული მოადგილე წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
დავით დურგლიშვილს კერძო სექტორში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
“პირველ რიგში მადლობა ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მზად ვარ შევუდგე ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას. მჯერა რომ ჩვენი ერთობლივი, გუნდური მუშაობით წარმატებას მოვუტანთ მუნიციპალიტეტს," განაცხადა საუბრისას დავით დურგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მეორე მოადგილის შტატი ჯერჯერობით ვაკანტურია.