ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერის საახალწლო მილოცვა

31 დეკემბერი, 2022
ჩემო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ვისურვებ, რომ 2023 წელი ყოფილიყოს წინსვლის, სიკეთის, სიხარულის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისთვის.
ყველა დღესასწაულთან შედარებით ახალი წელი არის გამორჩეული. განსაკუთრებული სიხარულით, მონდომებით, იმედით ვემზადებით და ვეგებებით დამდეგ ახალ წელს. ხშირად მიფიქრია და მიკითხავს საკუთარი თავისთვის თუ რატომ ხდება ასე? ვფიქრობ, განსაკუთრებულობა ქრისტეს შობას უკავშირდება, ქრისტესმიერი სიხარული გასდევს ამ ზეიმს. სწორედ ეს გვაძლევს უკეთესი მომავლის რწმენას.
მინდა, რომ 2023 წელი იყოს თითოეული ჩვენგანისთვის მეტი გულისხმიერების, ურთიერთმზრუნველობის, სათნოების, სიყვარულის წელი. ღმერთმა ჩვენს გულებს მისცეს მეტი თანაგრძნობის უნარი და დამერწმუნეთ, რომ სამყარო ჩვენთან ერთად უკეთესი გახდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ იყოს მშვიდობა ჩვენს ოჯახებსა და ქვეყანაში. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძვირფასი და სანუკვარი სამშობლო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი

 

 

გააზიარე