მეხანძრე-მაშველის დღე
#12ივნისს საქართველოში მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება
მეხანძრე-მაშველებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! იყო მეხანძრე-მაშველი, ეს უდიდეს სიმამაცეს, თავგანწირვას და მოყვასისადმი უანგარო სიყვარულს მოითხოვს.
მეამაყებით თითოეული თქვენგანი. უმნიშვნელოვანესია, თქვენი თავდადება და ის სიკეთე, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ, რაც ცხოვრების წესად გაქვთ ქცეული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, მხნეობას, ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ.
მალხაზ ბეგიაშვილი