მეხანძრის დღე
12 ივნისს მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება.
მეხანძრე-მაშველის პროფესია არის უაღრესად რთული და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა. სწორედ ამ პროფესიის ადამიანების პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა მათგანს ამ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, სიკეთეს და წარმატებას.