ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

8 სექტემბერი, 2022
12 სექტემბერს, 11:30 წუთზე, ქალაქ სიღნაღში, ე.წ. „ბულვარის“ ტერიტორიაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა პროექტის - „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ - კამპანიის ფარგლებში იმართება და მიზნად მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეების ინფორმირებას ისახავს.
კონსულტაციას დამსწრე საზოგადოებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.
შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება შესაძლებელი.
 
გააზიარე