ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მილოცვა

31 დეკემბერი, 2021

 

ჩემო მეგობრებო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებო, გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

ახალი 2022 წელი იყოს წინსვლისა და სიკეთის მომტანი ჩევნი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანისთვის.

მტკიცედ მჯერა, რომ ერთად ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ. საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე.

მჯერა, რომ ჩვენი აქტიურობით და ძალისხმევით ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი სოფლებისა თუ ქალაქებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, სიკეთე და სიხარული დაგბედებოდეთ. გისურვებთ თქვენი ოცნებების და სურვილების ახდენას. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენთაგანის ოჯახი და სრულიად საქართველო!

#2022წელი

გააზიარე