ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობასთან შეხვედრები

7 მარტი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალზახ ბეგიაშვილი საზღვრისპირა სოფელ ერისიმედს, ასევე, ხორნაბუჯსა და ყარაღაჯს ესტუმრა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი გამოიყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#საპროექტოწინადადებებისწარდგენა

 

გააზიარე