ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

3 თებერვალი, 2023
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფელ მაღაროს, ილიაწმინდისა და ქვემო მაღაროს მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის შიდა საუბნო გზებზე გარე განათების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ის პრიორიტეტებია, რაც მოსახლეობამ მოსაგვარებელ საკითხებად მიიჩნია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2023 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში 340 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე