მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
მათი მთავარი ამოცანა მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების - ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევა, პრობლემების, მათი გამომწვევი მიზეზების, საჭიროებებისა და მოლოდინების გამოვლენაა, რის შემდეგაც მოსახლეობის საჭიროებებზე უკეთ მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავება გახდება შესაძლებელი.
კვლევის ეტაპი სამი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც კვლევის შედეგები მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებში აისახება.