ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი

5 ივლისი, 2022

4 ივლისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა.

ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი დაესწრნენ.

ჩემპიონატში მონაწილეობა საჯარო სკოლის თერთმეტმა გუნდმა მიიღო.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს ტრადიციულად ჟიური აფასებდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ თამაშში ექვსი - ძველი ანაგის, სიღნაღის, ბოდბისხევის, ილიაწმინდის, მაღაროს, წნორის სკოლა ეტალონის სასკოლო გუნდი გადავიდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით ტარდება.

 

გააზიარე