მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი ესწრებოდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა საჯარო სკოლის ექვსმა გუნდმა მიიღო.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს ტრადიციულად ჟიური აფასებდა.
მათი გადაწყვეტილებით, ფინალში მონაწილე გუნდებისგან ერთი გუნდი დაკომპლექტდება, რომელიც რეგიონულ თამაშზე გაემგზავრება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის მხარდაჭერით ტარდება.