ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი

3 ნოემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობა საჯარო სკოლის ხუთმა გუნდმა მიიღო.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, ტრადიციულად, ჟიური აფასებდა.
მათი გადაწყვეტილებით, წლევანდელი თამაშის გამარჯვებული ნუკრიანის სკოლის გუნდი გახდა. მათ გამარჯვებულის თასი მერის მოადგილემ, გოჩა ვარდიაშვილმა გადასცა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის მხარდაჭერით ტარდება.

 

გააზიარე