ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნარჩენების მართვის ახალი გეგმა

16 თებერვალი, 2022

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალ გეგმას ამუშავებს.

✅ მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიკაციასა და აღწერილობაზე მუშაობენ.

✅ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებულია 22 სტიქიური ნაგავსაყრელი.

კერძოდ:

ნუკრიანი - „კალოების“ უბანი;

ნუკრიანი - „ჭოტორის“ უბანი;

ანაგა - მთავარანგელოზის გზის მიმდებარე ტერიტორია;

ანაგა - „ბაიდარაანთ“ უბანი;

ჯუგაანი - „შიხიანთ“ უბნის ხევი;

ტიბაანი - „პრასიანთ“ უბანი;

ტიბაანი - საძოვრების ტერიტორია;

ძვ.ანაგა - სკოლის უბანი;

ილიაწმინდა - „დიდი წყლის“ უბანი;

ბოდბისხევი - „ზარის წყლის“ უბანი;

ბოდბისხევი - „ბოხორის წყლის“ სათავის მიმდებარე ტერიტორია;

მაღარო - ძველი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია;

მაღარო - „ფოხალოს“ ტერიტორია;

საქობო - არხის პირის მიმდებარე გზა;

ბოდბე - „ელიის“ მიმდებარე ტერიტორია;

ბოდბე - „სვეტიცხოვლის“ უბანი;

ვაქირი - „ხევის“ უბანი;

ვაქირი - „ლამბოანების“ უბანი;

ვაქირი - ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია;

ქვ.მაჩხაანი -„ორნავის“ წყალთან;

ქვ.მაჩხაანი - ტიბაანისკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორია;

ქვ,მაჩხაანი - ზემო მაჩხაანისკენ მიმავალ გზა;

 ნაგავსაყრელების გამოვლენისთვის მუშაობა აქტიურად გრძელდება.

 სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიკაციის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება მათი კონსერვაცია.

❗️❗️❗️სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს - ნუ დაანაგვიანებთ გარემოს! ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

 

გააზიარე