ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინოობა ბოდბის დედათა მონასტერში

1 ივნისი, 2022

დღეს, 1 ივნისს, წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებლის საქართველოში შემოსვლის დღე ბოდბის დედათა მონასტერში საზეიმო წირვით აღინიშნა.

სადღესასწაულო წირვას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მრევლთან ერთად დაესწრნენ.

წირვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა.

,,ვულოცავ მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს, რომელმაც იქადაგა ქრისტიანობა. ქართველები სიყვარულით ვიხსენებთ და ვზეიმობთ მართლაც გამორჩეული წმინდანის დღესასწაულს. მსურს, ბოდბის მონასტრიდან, წმინდა ადგილიდან, სადაც წმინდა ნინოს საფლავია, მივულოცო სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე"- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

„დღეს არის ეროვნული დღესასწაული. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნინოობა განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით აღინიშნება, რადგან წმინდა ნინოს სარკოფაგი მდებარეობს ქალაქ სიღნაღში. ვულოცავ მართლმადიდებელ მრევლს, თითოეულ ქართველს ნინოობის დღესასწაულს,“ - აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა. 

 

გააზიარე