ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების, ასევე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

დღევენდელ თარიღთან დაკავშირებით ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში საზეიმო წირვა მეუფე იაკობმა წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

ნინოობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან წმინდანის სარკოფაგი ბოდბის დედათა მონასტერშია.

მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ ულოცავს ქართველ ერს ნინოობის დღესასწაულს, ერთიანობას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.

რაც შეეხება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

#სიღნაღისმერია

#ნინოობა

#ბავშვთადაცვისდღე

 

გააზიარე