სიღნაღის მუნიციპალიტეტის გარდამავალი პროექტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 4 გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს. ყველა მათგანი 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.
ეს პროექტებია:
- სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის“ ხევის გაწმენდა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა;
- სოფელ ნუკრიანში „ჭოტორის“ უბნის გზის რეაბილიტაცია;
- სიღნაღი-წნორის გზიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
- სოფელ ძვ. ანაგაში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;
- ამ ეტაპზე „ჭოტორში“ სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან უახლოეს ხანში წყალსადენი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იგეგმება, რის შემდეგაც განახლდება მუშაობა საგზაო ინფრასტრუქტურაზე.
- სოფელ ანაგასა და ძვ. ანაგაში სამუშაოები ამ დროისთვის უწყვეტად მიმდინარეობს.
- რაც შეეხება სიღნაღი-წნორის მონაკვეთიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზას, ერთი ფენა ასფალტო-ბეტონი უკვე დაგებულია და შემდომი სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.