ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გარდამავალი პროექტები

30 მარტი, 2021

   სიღნაღის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 4 გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს. ყველა მათგანი 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

   ეს პროექტებია:

  • სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის“ ხევის გაწმენდა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა;
  • სოფელ ნუკრიანში „ჭოტორის“ უბნის გზის რეაბილიტაცია;
  • სიღნაღი-წნორის გზიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
  • სოფელ ძვ. ანაგაში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;
  • ამ ეტაპზე „ჭოტორში“ სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან უახლოეს ხანში წყალსადენი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იგეგმება, რის შემდეგაც განახლდება მუშაობა საგზაო ინფრასტრუქტურაზე.
  • სოფელ ანაგასა და ძვ. ანაგაში სამუშაოები ამ დროისთვის უწყვეტად მიმდინარეობს.
  • რაც შეეხება სიღნაღი-წნორის მონაკვეთიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზას, ერთი ფენა ასფალტო-ბეტონი უკვე დაგებულია და შემდომი სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

 

გააზიარე