ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქობოში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს

13 თებერვალი, 2022

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

✅ სამუშაოებს ადგილზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი გაეცნენ.

✅ წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები, ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო და რეზერვუარები მოეწყობა.

✅ სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ საქობოში უწყვეტი წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება.

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი სოფელ ანაგიდან დაიწყო. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

✅ პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

#წყალიყველასოფელს 

 

გააზიარე