საქობოში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
სამუშაოებს ადგილზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი გაეცნენ.
წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები, ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო და რეზერვუარები მოეწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ საქობოში უწყვეტი წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი სოფელ ანაგიდან დაიწყო. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.