ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოდბისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება

18 მარტი, 2022
▶️ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ორი საუბნო - „საწყობების“ და „სადალაქოს“ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
▶️ პროექტი, რომლის ღირებულებაც 670 000 ლარია, 790 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
▶️ აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზები წლების განმავლობაში ამორტიზირებულია და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
▶️ გზების რეაბილიტაციას რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს.
 
გააზიარე