სიღნაღში ისტორიულ ციხე-გალავანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მიმდინარე წელს ქალაქ სიღნაღში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაცია დაიწყება.
მალხაზ ბეგიაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური მხარე და რეაბილიტაციის მასშტაბურობა განიხილა. ამ ეტაპზე მუშავდება საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი, რომელიც ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო კვლევებს, პროექტირებას და შესაბამის მომზადებას გულისხმობს.
ქალაქ სიღნაღის ისტორიული ციხე-გალავანი აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მრავალი წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ისტორიული ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია 2022-2023 წლებში განხორციელდება.