სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა
28 ივნისს, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში 40 ახალგაზრდისგან შემდგარი 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მათგან გამარჯვება სოფელ ტიბაანის გუნდმა „რისხვამ“ მოიპოვა.
ფეინთბოლის ფედერაციისა და მერიის წარმომადგენლებმა გამარჯვებული გუნდი თასით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი შემოდგომაზე დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
#ახალგაზრდებისჩართვაექსტრემალურსპორტში;
#მასობრივისპორტისგანვითარება;
#ცხოვრებისჯანსაღიწესისმხარდაჭერა;
#ფეინთბოლის პოპულარიზაცია.