სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იაპონური თოჯინების გამოფენა გაიხსნა
დღეს, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მუზეუმის მხარდაჭერით და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა - „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ გაიხსნა.
ღონისძიების გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, კულტურის ატაშე სუგინაკა რიოსეი, კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილია იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი თოჯინები, რომელიც იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბდა, და იაპონიის თოჯინების არქეტიპებად ითვლება.
სიღნაღის ეროვნული მუზეუმში გამოფენა 17 ოქტომბრამდე გასტანს.