ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იაპონური თოჯინების გამოფენა გაიხსნა

24 აგვისტო, 2023
☑️დღეს, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მუზეუმის მხარდაჭერით და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა - „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ გაიხსნა.
☑️ღონისძიების გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, კულტურის ატაშე სუგინაკა რიოსეი, კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
☑️ გამოფენაზე წარმოდგენილია იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი თოჯინები, რომელიც იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბდა, და იაპონიის თოჯინების არქეტიპებად ითვლება.
☑️ სიღნაღის ეროვნული მუზეუმში გამოფენა 17 ოქტომბრამდე გასტანს.

 

გააზიარე