„რა? სად? როდის?“
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს.
საფინალო 22 კითხვის შემდეგ ფინალში გამარჯვებული გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლინდნენ:
I ადგილი: წნორის III საჯარო სკოლის გუნდი "Senatus PopulusQue Tsnorius"
II ადგილი: სიღნაღი, "ფენიქსი"
III ადგილი: წნორის I საჯარო სკოლის გუნდი "არისტოსი"
ფინალში ინდივიდუალური შეკითხვა გამოიცნო ორმა მოაზროვნემ:
ნიკოლოზ ქილიტაური - წნორი N3, "Senatus PopulusQue Tsnorius"
ტატო ბარნაბიშვილი - სიღნაღი, "ფენიქსი"
VII სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნე ნიკოლოზ ქილიტაური - წნორი N3, "Senatus PopulusQue Tsnorius" გახდა.
გამარჯვებული გუნდები სიგელებით და საჩუქრებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და მისმა მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა დააჯილდოვეს.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.
ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით ტარდება.