ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნუკრიანში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო

19 ივლისი, 2022

სოფელ ნუკრიანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სტადიონის შემოღობვას, ხელოვნური საფარის მოწყობასა და განათების დამონტაჟებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოედანზე, განთავსდება, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის ფარები. აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

 

გააზიარე