ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ომარ კოკოლიშვილის სახელობის ტურნირი

23 May, 2023
22 -23 მაისს, ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღში, ჭადრაკის სკოლაში ომარ კოკოლიშვილის სახელობის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.
ტურნირს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ნანა იოსელიანი, ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გია გიორგაძე, კახეთის მხარის რეგიონალური ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ქევხიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - დავით დურგლიშვილი, გოჩა ვარდიაშვილი და ომარ კოკოლიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად, თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებსა და სენიორებს შორის მიმდინარეობდა.
გამარჯვებული ბავშვები და სენიორები თასებით, სიგელებით და მედლებით მოწვეულმა სტუმრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
სპორტის განვითარების ცენტრის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 

გააზიარე