ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში
დავით სონღულაშვილი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ესპანეთის სამეფოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს მარიჩელ ბატეტს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ესპანეთის სამეფოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აუცილებელია მისი გაღრმავება პარლამენტების დონეზე. სწორედ ამ მიმართულებით, ინიცირებულ იქნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ეკონომიკური კომიტეტების ერთობლივი ფორუმის ორგანიზების საკითხი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციასთან შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ესპანეთის სამეფო საქართველოს მხარს უჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, მათ შორის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.