ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოთარ შამუგია სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდა

2 ივნისი, 2022

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და მერთან მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

ფერმერებმა, მიმდინარე წელს, შეღავათიანი აგროკრედიტით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით ისარგებლეს.

ფერმერებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.

ფერმერებთან შეხვედრაზე ალოობის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ თავთავიანი კულტურის მოსავლის ასაღებად ხელისუფლება და ადგილობრივ თვითმმართველობა კოორდინირებულად იმოქმედებს და პროცესის სწორად წარმართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ალოობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 15 ივნისიდან დაიწყება. 

 

გააზიარე