ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფასადების რეაბილიტაცია ქალაქ სიღნაღში

7 ნოემბერი, 2022
   სიღნაღის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად გრძელდება.
   ქალაქ სიღნაღში კოსტავას, 9 აპრილის, ბარათაშვილის, აღმაშენებლის, დადიანის და რუსთაველის ქუჩებზე არსებული შენობების, ფასადების და ჭიშკრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
   პროექტის მიხედვით, ფასადების რეაბილიტაცია არსებული იერსახის შენარჩუნებით მოხდება.
   სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 594 042 ლარი დაიხარჯება.

 

 

გააზიარე