ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

People in Need Georgia

29 April, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი მერიის თანამშრომლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need Georgia წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობასა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის განვითარებაზე ისაუბრეს.

აღნიშნული ორგანიზაცია ევროკავშირის და თვითმმართველობის მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შექმნაზე იმუშავებს, რომლის საქმიანობაში თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები ჩაერთვებიან. მიმდინარე წელს ჯგუფის დაფუძვნება მოხდება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მათ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთოს.

ამ ეტაპზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში საჭიროებების კვლევა მიმდინარეობს, რომლის შემდეგ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შეიქმნება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის და საზოგადოების განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობები გაჩნდება და როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე, მოსახლეობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

 

გააზიარე