ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია სრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა დაათვალიერა და დასრულების პროცესს ადგილზე გაეცნო.
გზის რეაბილიტაცია, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 1516 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
განახლებული გზით 2000 ბენეფიციარი ისარგებლებს.