ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი

13 ივნისი, 2022

სიღნაღში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ტური ჩატარდა. ღონისძიება კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, სადაც საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის შესარჩევ ტურში ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაშქრული“ და ხალხური სიმღერის ანსამბლი „მრავალჟამიერი“ იღებდა მონაწილეობას. მათ ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებს საცეკვაო და სასიმღერო ნომრები წარუდგინეს და მათგან დადებითი შეფასება დაიმსახურეს, რის საფუძველზეც ორივე ანსამბლი მომდევნო ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

გააზიარე