ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტი „ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის“

20 April, 2022
სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი - თემი-ქედელის ორგანიზებით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის შეხვედრა გაიმართა.
თემი ქედელის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა მერიის თანამშრომლებს გაეროს კონვენცია და საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, კონვენციის არსი და პრინციპები გააცნო.
სემინარზე, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური ინკლუზიისკენ მიმართული პროგრამებისა და სერვისების შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლების მონაწილეობას საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.
შეხვედრა პროექტის - „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
 
გააზიარე