პროექტი ,,როგორ ვიცნობთ ჩვენ ქალაქს“
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში. 2021 წლის 21 მაისს უფროსი კლასის მოსწავლეთათვის პროექტი ,,როგორ ვიცნობთ ჩვენ ქალაქს“ განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებდა სიღნაღში არსებული მნიშვნელოვანი ქუჩების, სახლების, აქ დაბადებული ცნობილი ადამიანების ისტორიის გაცნობას.
ძველი და ახალი სიღნაღის ამსახველი ფოტოების მიხედვით, პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ გულიაშვილმა თითოეული შენობის, ადგილის თუ პიროვნების შესახებ ისაუბრა. უმცროსი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს სიღნაღისადმი მიძღვნილი ლექსები.
დასასრულს, პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.