პროკურატურის წარმომადგენლების შეხვედრა მერიის თანამშრომლებთან
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სიღნაღის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს მალხაზ ბეგიაშვილს და მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ.
პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.