ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა? სად? როდის?

11 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პირველი ეტაპი დაიწყო.
ღონისძიების გახსნას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ სასკოლო თამაშში საჯარო სკოლების ცამეტი გუნდი მონაწილეობს.
ორი კვირის განმავლობაში თამაშის ოთხი ტური და ფინალი გაიმართება, რომლის შემდეგ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

 

 

გააზიარე